მაკა ბოჭორიშვილი: ის, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ხორციელდება ბრიუსელში არის ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადი, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობას

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ხორციელდება ბრიუსელში არის ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადი, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობას

ის, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ხორციელდება ბრიუსელში არის ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადი, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობას, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ყველაზე მთავარი ღონისძიება იმართება და ეს არის ასოცირების საბჭო, სადაც განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დგას. გაიმართება შეხვედრები უმაღლეს დონეზე, რაც პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსებთან და ლიდერებთან განიხილოს საქართველოსთვის აქტუალური საკითხები და შემდგომი ნაბიჯები.

რაც შეეხება იმას თუ რა უნდა ჩამოიტანოს პრემიერ-მინისტრმა და უნდა იყოს თუ არა ეს მოლაპარაკებების გახსნა, ახლა ამაზე საუბარი აბსოლუტური არაპროფესიონალიზმია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შემდგომი ეტაპები ხორციელდება წესების მიხედვით. ასე რომ ამ საკითხის ახლა გამოყენება პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის აბსოლუტურად არარელევანტურია“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.