და ვინჩის „მონა ლიზას“ შემდეგ ფრანგი ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე კლოდ მონეს ნამუშევარი „გაზაფხული“ გახდა. ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოძრაობა „საკვების კონტრშეტევა“-ს წარმომადგენლებმა ნახატს წვნიანი შეასხეს. აქტივისტები ეკოლოგიურ პრობლემებზე უმოქმედობას აპროტესტებდნენ.
„ეს იქნება ერთადერთი გაზაფხული, რომელიც დაგვრჩება“, – აცხადებდნენ ეკოაქტივისტები.
„მონა ლიზასგან“ განსხვავებით, კლოდ მონეს ნახატს ბარიერული შუშა არ იცავდა და უცნობია რამდენად დაზიანდა ნამუშევარი. ორივე აქტივისტი ქალი დაკავებულია.
ამათაც, ნაკლებად მავნე მეთოდი ვერ უნდა შეარჩიონ პროტესტის გამოსახატავად? ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ებრძოლო.