ოპოზიციის ტაქტიკური სვლაა, რაღაცნაირად დავარცხნილ და კონსტრუქციულ ხაზში გამოჩდნენ, რა თქმა უნდა, შინაარსობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავად თქვა, რომ ახალმა პიარკონსულტანტებმა რეკომენდაცია მისცეს, რომ უკიდურესი დესტრუქცია მხოლოდ დამაზიანებელია მათთვის.
„მათი ტაქტიკური სვლაა, რომ რაღაცნაირად დავარცხნილ და კონსტრუქციულ ხაზში გამოჩდნენ. რა თქმა უნდა, შინაარსობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა. მათი ტაქტიკა არც დაგვაბნევს და არც შეგვაფერხებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ახალი თაობის მართლა პოლიტიკოსთან, ახალ ხედვასთან, რომელსაც მთლიანად აქვს გააზრებული სახელმწიფო და მისი პრიორიტეტული ამოცანები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.