დავით მათიკაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიცია ახლა მაინც გარკვეულ დადებით როლს შესარულებს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში

დავით მათიკაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიცია ახლა მაინც გარკვეულ დადებით როლს შესარულებს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიცია, მათი გარკვეული ნაწილი, ახლა მაინც გარკვეულ დადებით როლს შესარულებს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, თუმცა ამაში დარწმუნებულები ნამდვილად არ ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„საბოტაჟის პირდაპირი მაგალითი უკვე არის ის, რასაც ლელო უკვე აკეთებს. თითქოს ორკაციანმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ შეიძლება რაღაც სერიოზული შეძლოს და გააკეთოს საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც მათ არ სურთ პარლამენტის წევრებთან საკუთარი მოსაზრებების გამხელა და გაზიარება და ამ ყველაფერს საზოგადოებას ცალმხრივად აწვდიან. ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.