გრიგოლ გეგელია: თინა ხიდაშელმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ისინი ტაივანიდან არ იღებენ დაფინანსებას, ისინი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობენ ტაივანის არასამთავრობო სექტორთან

გრიგოლ გეგელია: თინა ხიდაშელმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ისინი ტაივანიდან არ იღებენ დაფინანსებას, ისინი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობენ ტაივანის არასამთავრობო სექტორთან

ეს ორგანიზაცია [„სამოქალაქო იდეა“] არავითარ დაფინანსებას ტაივანიდან არ იღებს. მეორე - არავითარი კავშირი ამ არასამთავრობო ორგანიზაციას მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოსთან“ არ აქვს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

„თინა ხიდაშელმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ისინი ტაივანიდან არ იღებენ დაფინანსებას. ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ტაივანის არასამთავრობო სექტორთან. ტაივანიდან დაფინანსება, ან ტაივანის აღიარება არ ხდება არც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის და არც „ლელოს“ მიერ“, - აღნიშნა გეგელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ხიდაშელმა ტაივანთან კავშირი დაადასტურა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია.

amo "ისინი თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ტაივანის არასამთავრობო სექტორთან" საქართველოს ინტერესების სასარგებლოთ არა? ღრანჭი გაისწორე!
1 წლის უკან
ცუგო- Გეგელია დაჯექი, ორიანი. Ტყუილსაც ვერ ახერხებ.
1 წლის უკან