გიორგი ვოლსკი კორუფციის აღქმის ინდექსზე: ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ პოზიტიური მონაცემებით

გიორგი ვოლსკი კორუფციის აღქმის ინდექსზე: ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ პოზიტიური მონაცემებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა.

„ეკა გიგაური არ მოელოდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისიდან ასეთი შეფასება გაკეთდებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის სათავო ოფისის აკეთებს შეფასებას. იმიტომ რომ ამას უყურებენ დამფინანსებლებიც, ამას უყურებს საზოგადოება და კონკრეტულად საკითხი არ არის მხოლოდ ზედაპირულად შესწავლილი. სიღრმისეული სწავლის შედეგია ეს და, მართლაც, როგორც აღინიშნა, ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ პოზიტიური მონაცემებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.