გიორგი ვოლსკი: შეფასებებს, რომელიც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ჯგუფმა გააკეთა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შესაძლოა, პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა

გიორგი ვოლსკი: შეფასებებს, რომელიც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ჯგუფმა გააკეთა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შესაძლოა, პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა

შეფასებებს, რომელიც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს, გარკვეულმა ჯგუფმა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შესაძლოა, პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინისა და მოლდოვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავის ქვეყნებს გადაჭარბებით მაღალი ნიშნები დაუწერე და ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გამოცდილები არიან ამ საბოტაჟის რეჟიმის შექმნაში, საკუთარ ქვეყანას ნაკლები ქულები დაუწერეს. შედარებამ საქართველო მესამე ადგილზე გამოიყვანა. ან ერთია სწორი, ან მეორე და ან ორივე ფაქტს ერთად აქვს ადგილი.

თუ მხედველობაში მივიღებთ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რასაკვირველია, გამოდის, რომ ამ შეფასებებს, რომელიც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს, გარკვეულმა ჯგუფმა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შესაძლოა, პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინშია და პარტნიორებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. ამ ფონზე მესამე სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას ცდილობს.