ლაშა ფარულავა: ზურაბიშვილი მუდმივად აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებით, და ამასობაში არ იწყალებს სააკაშვილს - პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს საუბარი იმედგაცრულებებზე და გადავიდეს ქმედებებზე

„ნაცმოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეწყვიტოს საუბარი ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე და გადავიდეს ქმედებებზე.

„სალომე ზურაბიშვილი მუდმივად აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებით, და ამასობაში არ იყენებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და არ იწყალებს პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს საუბარი იმედგაცრულებებზე და გადავიდეს ქმედებებზე“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.