პაატა მანჯგალაძე: ჩვენ ვინმეს დამატების არანაირი გასაჭირი არ გვაქვს, თუ სალომე ზურაბიშვილი სურვილს გამოთქვამს, ვიფიქრებთ ამ საკითხზე

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ ვინმეს დამატების არანაირი გასაჭირი არ გვაქვს, თუ სალომე ზურაბიშვილი სურვილს გამოთქვამს, ვიფიქრებთ ამ საკითხზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ მათი და „ნაცმოძრაობის“ რიგებში გაერთიანებას მოისურვებს, ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ვინმეს დამატების არანაირი გასაჭირი არ გვაქვს, მინიმუმ 40%-ს მივიღებთ. შესაბამისად, თუ სურვილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი, ვიფიქრებთ ამ საკითხზე“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე „ხალხის ძალა“ საუბრობს - ამ სტრატეგიის ნაწილია „ლელო“, გახარიას პარტია და გვარამია-მელიას გაერთიანება , რომლის ლიდერიც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს.