როდესაც საქართველოს შეფასება ხდება საერთაშორისო ავტორიტარული ორგანიზების მხრიდან, საქართველო არის უპირობო ლიდერი, მაგრამ, როგორც კი შეფასებაში ერთვება ქართველი „ენჯეო“, მაშინვე საქართველო ბულინგის ობიექტი ხდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მათი დამოკიდებულება ძალიან მერკანტილურია, მათ უნდათ გაამართლონ ის, რისთვისაც იღებენ თანხებს, რომ არიან კრიტიკულები და ამიტომ არ უნდა შეუწყდეთ დაფინანსება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სახელისუფლებო გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ამხელს. საუბრობენ ევროინტეგრაციის შეფერხების პროცესში მესამე სექტორის როლზე და ამის ერთ-ერთ ბოლო მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მონაცემებს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. გაირკვა, რომ უცხოელი სპეციალისტები ამ მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულ ინფორმაციებს დაეყრდნენ.