"ნაციონალური მოძრაობის" ჩამოწერა და მიხეილ სააკაშვილის ეპოქის დასრულებაზე საუბარია ნაადრევია. ეს განცხადება რადიო თავისუფლების ვიდეოპორტალზე გამართული დისკუსიის დროს წიგნის " რატომ გამოუვიდა საქართველოს?" ავტორმა ლარისა ბურაკოვამ გააკეთა. ბურაკოვა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანალიზის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" "ჩამოწერაზე საუბარი ნაადრევია. ბურაკოვა პარალელებს ესტონეთთან ავლებს, სადაც ცნობილი რეფორმების შემდეგ, რომელიც საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა მარტ ლაარის პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა მისმა გუნდმა დაბრუნების შანსი შეინარჩუნა და ხელისუფლებაში მოსვლა ისევ მოახერხა. ცნობისთვის მარტ ლაარი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.