Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგენბის თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 250-მა ზრდასრულმა ამერიკელმა, ცხადყო, რომ დონალდ ტრამპს ხმას გამოკითხულთა 40% მისცემს, ხოლო ჯო ბაიდენს - 36%.
ამავდროულად, გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკმაყოფილება გამოხატა როგორც ტრამპის, ასევე ბაიდენის მიმართ.
გამოკითხულთა 3/4 მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ძალზე ასაკოვანია ხელისუფლებაში მუშაობისთვის. 70% მისი ხელახლა არჩევის წინააღმდეგია, 56% კი ტრამპის წინააღმდეგია.