როდესაც სიმართლით მიდიხარ და მხოლოდ სიმართლეა შენი ქმედების საფუძველი ყოველთვის უფრო მყარად ხარ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სწორედ ეს (სიმართლე) იყო ჩვენი საფუძველი ამ ხნის განმავლობაში და ასევე ვაგრძელებთ. ეს სიმართლეა ის, რაც გვაძლევს იმედს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შემდგომ არჩევნებში ძალიან ძლიერად იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.