ირაკლი ქადაგიშვილი: ბეჟაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმისა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ

ირაკლი ქადაგიშვილი: ბეჟაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმისა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ

ბეჟაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმისა, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ამ მავნებლობით აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილის დროს პენიტენციური სამსახური მიმართული იყო, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ადამიანი ნება, ჯანმრთელობა, ღირსება ყველანაირი წამებით. მერე იტყვიან, ხალხი რატომ აკეთებს არჩევანსო - ხალხი ხედავს ამ განსხვავებას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილს „არც სასჯელაღსრულების და არც სამედიცინო დაწესებულებაში არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა არის კრემლის მიმართ მისი დაუმორჩილებლობის შედეგი“.