„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც 2024 წლის არჩევნების მოგებაში დარწმუნებულები არიან.
„ჩვენი კოლეგები ცოტა ხანში გონს მოეგებიან, თორემ თუ ასე გააგრძელეს, რასაკვირველია, კობახიძე მართალია, იმიტომ, რომ მას ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ როგორ თვითდესტრუქციას ეწევა ოპოზიცია. სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ ადამიანებისგან ბერკეტს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეფექტურად ვივაჭროთ. რაც უფრო მეტს მივიღებთ, მით უკეთესი ქართველი ხალხისთვის და რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უარესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ხვიჩია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.