ანა ბუჩუკური „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც დარწმუნებულები არიან 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაში. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკუთარ თავსა და პარტიულ აქტივს ამხნევებენ.
„ეს ემსახურება, პირველ რიგში, საკუთარი თავის გამხნევებას. სხვათა შორის, ამით პარტიულ აქტივსაც ამხნევებენ. კობახიძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, მსგავსი განცხადებები, გარდა იმისა რომ უბრალოდ საკუთარ წარსულს აკნინებენ, იმიტომ რომ 2016-შიც კი, როდესაც მართლა მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა „ოცნებას“, შეცდომებიც არ ჰქონდა დაშვებული და იმ პერიოდში, ცოტა ხნით ადრე თავად ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ამ პერიოდშიც კი 50%-მდე არ იყო „ოცნების“ პროპორციული მხარდაჭერა“, - აცხადებს ბუჩუკური.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.