ირაკლი კუპრაძე: ველოდებით, რომ პროდასავლურ უმრავლესობაში ჩვენი წვლილი იქნება საკმაოდ დიდი

ირაკლი კუპრაძე: ველოდებით, რომ პროდასავლურ უმრავლესობაში ჩვენი წვლილი იქნება საკმაოდ დიდი

ჩვენ ველოდებით, რომ პროდასავლურ უმრავლესობაში ჩვენი წვლილი იქნება საკმაოდ დიდი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

„ყველა კვლევა მიუთითებს იმის საწინააღმდეგოზე, რასაც ამბობს ირაკლი კობახიძე. ოთხიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ დაახლოებით 20-25%. ეს არის დემოკრატიისა და წარმომადგენლობის საშინელი კრიზისი, რომელშიც იმყოფება დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ველოდებით, რომ პროდასავლურ უმრავლესობაში ჩვენი წვლილი იქნება საკმაოდ დიდი“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.