გეგმა გვაქვს, რომ სრულიად ოპოზიციამ კოალიციურად მოვიგოთ არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიქმნას კოალიციური მთავრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
„მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, საზეიმო სცენა მაინც არ ააწყონ, რადგან როგორც წესი შემდეგ მჟავე სახეებით ისევ შლიან. ეს მჟავე სახე ექნებათ მას მერე, რაც ისინი გადავლენ ოპოზიციაში. შესაბამისად, ეს გეგმები გვაქვს, რომ სრულიად ოპოზიციამ, კოალიციურად მოვიგოთ არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიქმნას კოალიციური მთავრობა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ეს გამოსავალი აქვს მომავლისთვის“,- აღნიშნა ხაჯიშვილმა.