ალუდა ღუდუშაური: ის, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ მოკალათდნენ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია

ალუდა ღუდუშაური: ის, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ მოკალათდნენ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია

ის, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ მოკალათდნენ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ ის რეიტინგი და მხარდაჭერა, რაც ნამდვილად გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, მაგალითად, კვლევებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების საშუალებას იძლევა, ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ჩვენი ძალიან პრინციპული, გაბედული და მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდ შრომაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნება“ არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლის ნდობას კიდევ ერთხელ მოიპოვებენ და ახალი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევლენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ დასახელებულ პროცენტებს და რეიტინგებს არ ენდობა ოპოზიცია, რომელიც არჩევნების მოგებას გაერთიანებაში ხედავს. სოფო ბერიძეა პირდაპირ ეთერში.