ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და გვექნება ის შედეგი, რომელიც ხალხს უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ მოწყვეტილია რეალობას და იმ პრობლემებს, რაც ხალხს აწუხებს, საკუთარ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და გვიყვება ზღაპრებს, რომლებიც აცდენილია საზოგადოების ინტერესებს. როგორ შეიძლება, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში? საქართველოში წელს ოლიგარქიულ მმართველობას ჩაანაცვლებს კოალიციური მმართველობა და გვექნება ის შედეგი, რომელიც ხალხს უნდა. ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში“, - აღნიშნა ვაშაძემ.