დავით მათიკაშვილი: გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირაა საუბარია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დანაშაული ჩადენილიყო და მერე ეს ჩაფარცხულიყო

დავით მათიკაშვილი: გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირაა საუბარია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დანაშაული ჩადენილიყო და მერე ეს ჩაფარცხულიყო

დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს განცხადება საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს სცილდება.

„ამ კუთხით გაცხადება სცილდება საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს. საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის დაადგინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებული მოცემულობა. მე საზოგადოებას სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას შევახსენებ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა. სადაც პირდაპირ და ცალსახად არის საუბარი იმაზე, რომ სისტემურად, იმ დროს, როდესაც ეს დანაშაული მოხდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დანაშაული ჩადენილიყო და მერე ეს ჩაფარცხულიყო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.