ექიმის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესებისკენ მიდის. როგორც „ქრონიკას“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუმარტა, ექსპრეზიდენტი ნუტრიციოლოგის რჩევებს მეტად ითვალისწინებს, თუმცა საკმარისი კალორაჟის საკვებს მაინც არ იღებს.
„შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, გაუმჯობესებულია. თუმცა არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას. უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს. გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც არ არის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს კვების კომპონენტი“, - ამბობს ჩხაიძე.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის განხილვაზე დისტანციურად დასწრებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.