პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა.

შეხვედრაზერომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართასაუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

 ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა კანდელაკს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 ზაზა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვსის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაშითბილისის სახელმწიფო მუზეუმშისაქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატშიასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრიზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზეაგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.

ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდეზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.