მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ყველამ, ვინც წინდით არ ცდილობს რაღაცის გამოტანას, დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს - სათქმელი რაღა დარჩათ?

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ყველამ, ვინც წინდით არ ცდილობს რაღაცის გამოტანას, დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს - სათქმელი რაღა დარჩათ?

ყველამ თქვა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს. ყველამ, ვინც წინდით არ ცდილობს რაღაცის გამოტანას, დაადასტურა ეს გარემოება. სათქმელი რაღა დარჩათ? - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი სტრატეგიის შეფასებისას.

„ყველამ თქვა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს. ყველამ, ვინც წინდით არ ცდილობს რაღაცის გამოტანას, დაადასტურა ეს გარემოება. სათქმელი რაღა დარჩათ? იმ ფოტოებსაც ხომ ყავლი გაუვიდა რეალურად, რომლითაც მანიპულირებდნენ, თითქოს სააკაშვილი წამების მსხვერპლია. მე მგონია, რომ ასეთი მოთხოვნების წამოყენების ერთადერთი მოტივი არის არა ის, იმსახურებს თუ არა სააკაშვილი იქ ყოფნას, სადაც იმყოფება, არამედ ის, რომ უბრალოდ მათ ასე სურთ, ეს კი სამართლებრივ სახელმწიფოში არასდროს შეიძლება განაპირობებდეს სასჯელისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი სტრატეგიის ფარგლებში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდომირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავენ.