პიარ-კონსულტანტი რა თქმა უნდა არის კონკრეტული სტრატეგიის გაუმჯობესების შესაძლებლობაა, ოღონდ ეს სტრატეგია ადეკვატური უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რაც არ უნდა თანხა გადაიხადო, თუნდაც მილიონები და შედეგზე ვერ გახვედი, ამის შესაძლებლობა გვინახავს, იგივე ამ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, თუნდაც 2012 წელს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონსულტანტი, მილიონიანი კონტრაქტით, გამარჯვების ფორმულაა“, -აღნიშნა აქუბარდიამ.
ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს და უცხოელი სპეციალისტების პიარ სტრატეგიას მიჰყვება. ამ გეგმის ნაწილია „ლელოს“ ამერიკელი კონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელიც „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. პიარ სტრატეგიაზე ოპოზიციამ მუშაობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა მათთვის მძიმე შედეგები აჩვენა.