უშველის თუ არა „ლელოს“ მილიონების დახარჯვა, ამას არჩევნებზე ხალხი აჩვენებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ მიერ დაქირავებული ამერიკელი კონსლუტანტის, ჯერემი როზნერის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ძირითადი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით ჩვენს გუნდს ოლიგარქი არ ჰყავს. უშველის თუ არა „ლელოს“ მილიონების დახარჯვა, ეს ხომ არჩევნებზე გამოჩნდება? ვიღაც „მუსტანგით“ დაქროდა, ვიღაც 11 წელია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს - ფაქტია, რომ ამომრჩევლისთვის ფულის როლი პოლიტიკაში არის შემცირებული“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს და უცხოელი სპეციალისტების პიარ სტრატეგიას მიჰყვება. ამ გეგმის ნაწილია „ლელოს“ ამერიკელი კონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელიც „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. პიარ სტრატეგიაზე ოპოზიციამ მუშაობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა მათთვის მძიმე შედეგები აჩვენა.