პაატა მანჯგალაძე: საერთოდ არ ვიცი ვინ არის როზნერი, მაგრამ კონსულტანტობაში რა პრობლემაა, ვერ ვხდები

პაატა მანჯგალაძე: საერთოდ არ ვიცი ვინ არის როზნერი, მაგრამ კონსულტანტობაში რა პრობლემაა, ვერ ვხდები

საერთოდ არ ვიცი ვინ არის როზნერი, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, რა პრობლემაა ვერ ვხდები, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„კონსულტანტი ნიშნავს იმას, რომ გეხმარება სწორი იმიჯის ფორმირებაში. საერთოდ არ ვიცი ვინ არის როზნერი, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, რა პრობლემაა ვერ ვხდები. ჩვენ გვყავს კონსულტანტები. ბევრ კარგ იდეაში გვეხმარებიან პრიორიტეტების დალაგებაში და ადამიანებთან მარტივად გასაგებად მიტანაში. არ ვიცი, ჩემი საქმე არ არის ამაში რამდენს ვიხდით“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს და უცხოელი სპეციალისტების პიარ სტრატეგიას მიჰყვება. ამ გეგმის ნაწილია „ლელოს“ ამერიკელი კონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელიც „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. პიარ სტრატეგიაზე ოპოზიციამ მუშაობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა მათთვის მძიმე შედეგები აჩვენა.