ანა ბუჩუკური - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც დაასრულა, იგივენაირად დასრულდება დღევანდელი „ოცნებაც“

ანა ბუჩუკური - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც დაასრულა, იგივენაირად დასრულდება დღევანდელი „ოცნებაც“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც დაასრულა, იგივენაირად დასრულდება დღევანდელი „ოცნებაც“,  – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციას და ე.წ. დიპფეიკებს.

„ეს ინფორმაცია ჩვენამდე თავად მათი პარტიიდან და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან ჟონავს. მსგავსი ტიპის პროვიკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ – ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რაც შეეხება თბილისის საკრებულოში მოწყობილ ისტერიას, ადგილი ჰქონდა ტყუილის ჭაობში მყოფი მშიშარა ადამიანების მცდელობას, მოერგოთ ქუჩის ბიჭების როლი. ნეონაცებისგან „ნაცების“ მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში სწორედ თბილისის საკრებულოში აღმოცენდა სწორეს ე.წ. ზონდერები. როგორც ჩანს, დღევანდელი „ოცნება“ ამაშიც მიბაძვას ცდილობს, რაც ნეონაცებისგან ნამდვილად არ გვიკვირს. კი ბატონო, ასე გააგრძელონ, მაგრამ როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასრულა, დღევანდელი „ოცნებაც“ იგივენაირად დასრულდება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.