2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი მაისი.
აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 1272