დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი

დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი

რატომ არის აუცილებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება - ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, საინტერესოა, ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს.

„რა ვიცით იუდა ისკარიოტელის ღალატზე?

 ✅ ღალატში ფული აიღო

 ✅ მოგვიანებით შეინანა 

✅ ღალატში აღებული ფული სპონსორებს დაუბრუნა 

✅ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი

რა არ ვიცით 2008 წლის შემოდგომას, ნომერ 1633 ევრორეზოლუციის ტექსტის შედგენისა და მისი ხელმოწერის შესახებ?

 ✅ ქართულმა დელეგაციამ უსასყიდლოდ უღალატა ქვეყანას და მის შეიარაღებულ ძალებს, თუ ამაში კუთვნილი "30 ვერცხლი" აიღო 

✅ ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს

 ✅ ღალატში აღებული თანხის შემთხვევაში, ამით ხომ არ აიხსნება მათი "გლობალური ომის პარტიის" მძევლობაში ყოფნის ფენომენი 

✅ მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი მაგრამ, ამ ვარაუდებზე უზენაესი - უდანაშაულობის პრეზუმფციაა.

ამიტომაც არის აუცილებელი "ნაცმოძრაობის" თავზე პოლიტიკური პროცესის ჩატარება, მათ შორის 2008 წლის ღალატში მონაწილე ფიგურანტების პოზიციისა და მოტივაციის საჯაროდ გამოაშკარავების მიზნით,“ -  წერს დავით ქართველიშვილი.