ერთი და იმავე პოლიტიკური კონსულტანტის დაქირავება აჩენს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ პოზიციონირებას შორის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ჯერემი როზნერის მეშვეობით „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წინასაარჩევნოდ გარკვეული კოორდინაცია მიდიოდეს.
„პიარ კონსულტანტის ყოლა პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების პერიოდში არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან იშვიათობას, ნორმალური მოვლენაა. აქ თვითონ ფაქტი იმაში მდგომარეობს საინტერესო, რომ ეს პიარ კონსულტანტი, ჯერემი როზნერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილი პიარ კონსულტანტი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ რა თქმა უნდა ის გარკვეული გამოცდილება, რომელიც მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიიღო რელევანტურად ჩაითვალა, რომ კარგი იქნებოდა ანალოგიური გამოცდილება გაეზიარებინა „ლელოს“ მიმართ. ეს აჩენს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ პოზიციონირებას შორის. თან არ არის გამორიცხული, რომ ეს თავისთავად გულისხმობდეს გარკვეულ კოორდინაციას ამ პიროვნების მეშვეობით ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ლელოს“ წევრები პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას „ქრონიკას“ უდასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.
„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.
. კიდე კარგი ის ინდაურები თაფლწასმულები არ იყო
ჰოოოდა აბა ამერიკელი რას გაიგებს ქართველი ვინაააა???
ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს, ვერასოდეს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ისინი უბრალოდ ერთუჯრედიანები არიან ერთ უჯრედიანები....იმათ ჩვენ აზროვნებამდე მოსასვლელად მინიმუმ 200 წელი უნდათ, 200 წელი
...ჰოოოდა გვაწყობს გვაწყობს ლელოზე და ნაცებზე იმათი კონსულტანტობა
ეხლა ალბათ ლელოს ტელევიზიების თანხლებით კურდღლებს დარიგებინებს, კურდღლებს
ინდაურები ხალხნოოოოოოოო, ინდაურები
ისე იმ ინდაურების გახსენებაზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ამერიკელები მაგარი ქაჯები რო არიან, თანაც ძალიან მაგარი ქაჯები.....
მოკლედ ველოდები მეორე ახალ წელს 2025...