დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანთან კავშირს ადასტურებს

დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანთან კავშირს ადასტურებს

ფინანსდება თუ არა თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან - კითხვაზე პასუხი ხიდაშელს ამ დრომდე არ გაუცია. მის ნაცვლად მედიასთან დღეს განმარტების გაკეთება დავით უსუფაშვილს მოუწია, რომელმაც ხიდაშელის ტაივანურ ორგანიზაციასთან კავშირი დაადასტურა.

„ამ ორგანიზაციასთან მაქვს მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა. ორგანიზაცია წლების განმავლობაში იღებს დახმარებას შეერთებული შტატებიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან. ტაივანიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე ტაივანელი მონაწილის მგზავრობა დაფინანსდა. ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძალიან საინტერესო კონფერენცია გაიმართა“, - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მხოლოდ ეს შემთხვევა იყო, თუ კიდევ იყვნენ „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზაციის წევრები ტაივანში, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მათ საქმიანი ურთიერთობები აქვთ.

„ტაივანშიც იყვნენ, აბუ დაბიშიც, ჩეხეთშიც. ტაივანში ცხოვრობენ ადამიანები, როლებიც ჩართულნი არიან მსოფლიო პროცესებში. ტაივანი, ეს სოფელი ხომ არ გგონიათ?“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.