ერთი რაც ზედაპირზეა და ყველამ ვიცით, არის ის, რომ „ლელოს“ ლიდერები „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კენჭს იყრიდნენ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს როგორ დაასრულა არჩევნები როზნერის დაგეგმილი კამპანიით „ნაცმოძრაობამ“, ყველამ კარგად იცის.
„ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ რა ურთიერთობა აქვთ, მე რა ვიცი. ერთი რაც ზედაპირზეა და ყველამ ვიცით, არის ის, რომ „ლელოს“ ლიდერები „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კენჭს იყრიდნენ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში. მე მედიის საშუალებით მივიღე ის ინფორმაცია, რომ ერთი და იგივე პირი უგეგმავს მათ პიარ კამპანიას და 2012 წელს როგორ დაასრულა ამ კამპანიით „ნაცმოძრაობამ“, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. „ლელომ“ რატომ აირჩია იგივე სტრატეგია, არ ვიცი. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.