2012 წლიდან სადაც არ უნდა მისულიყო, ხეირი ამ კაცს არსად მოუტანია და ახლა ასეთი არაკვალიფიციური როგორ იქნება, რომ ყველგან უხეიროდ მუშაობდეს?, - ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ამერიკელი პიარ-კონსულტანტის ჯერემი როზნერის საქმიანობას.
„მესმის, რა რთული სამუშაო აქვს ამ ადამიანს - ხაბეიშვილიდან და „ლელოსგან“ რამე რომ უნდა გამოძერწოს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩემს აზრზე ვრჩები ამ კაცის „სივიდან“ გამომდინარე - ვისაც არ მიეკარა, ყველამ წააგო, ეს კაცი „ქოცების“ შეგზავნილი უფრო მგონია“, - ამბობს ხვიჩია.
ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.