ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით

მმართველ პარტიაში „ხალხის ძალის“ მორიგ განცხადებას აფასებენ და აცხადებენ, რომ კითხვები არსებობს არა მხოლოდ 2008 წლის ომთან, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მთელ პერიოდთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში წინა“ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს საზოგადოებისთვის უპატიებელია.

„[საუბარია] არა მხოლოდ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

„ხალხის ძალა“ კვლავ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებაზე საუბრობენ. ამასთან, წერილში პარალელია გავლებული აგვისტოს ომსა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის.