ირაკლი კუპრაძე: ჯერემი როზნერს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ ვართ რეალურად პირველები, რომლებმაც დავიწყეთ თანამშრომლობა

ირაკლი კუპრაძე: ჯერემი როზნერს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ ვართ რეალურად პირველები, რომლებმაც დავიწყეთ თანამშრომლობა

ჯერემი როზნერს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ ვართ რეალურად პირველები, რომლებმაც დავიწყეთ თანამშრომლობა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლელო“ თანამშრომლობს ძალიან ავტორიტეტულ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის ერთ-ერთი კონსულტანტი და სპეციალისტი, მსოფლიოში ტოპ რანგის სპეციალისტი, არის ჯერემი როზნერი.

ჯერემი როზნერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ გააჩნია. როზნერთან შეხვედრა, კომუნიკაცია ძალიან ხშირად იმართება. ის დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ ვართ რეალურად პირველები, რომლებმაც დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.