ზურა გირჩი ჯაფარიძეს რა პოლიტიკური წონა ან დივიდენდი შეიძლება ჰქონდეს და რატომ უნდა იყოს ჩვენთვის აღქმული სერიოზულ კონკურენტად?!, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების უშედეგო მცდელობებზე საუბრისას განაცხადა.
„სადაც არ უნდა იყოს, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძე რა პოლიტიკური წონა ან დივიდენდი შეიძლება ჰქონდეს და რატომ უნდა იყოს ჩვენთვის აღქმული სერიოზულ კონკურენტად?! ზურა გირჩი ჯაფარიძემ საოკუპაციო ძალებთან შარვლის ჩახდითა და უკანალის ჩვენებით გამოიჩინა და დაამახსოვრა თავი ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა მათი ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. ცალკე აღებულ პარტიებს, რომ არჩევნებში მოგების შანსი დაბალი აქვთ, ამას თავადაც აღიარებენ. გაერთიანების მიზნით ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ პროცესში მონაწილეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც აღიარებს, რომ მას საკუთარ თავს ყველაზე მეტად ნიკა გვარამიასთან და პარტია „ლელოსთან ხედავს“. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და მათი ყველა მცდელობა მარცხისთვის განწირულია.