რომელი ჯიბიდან, ნაძარცვი და ნაავაზაკარი ფულის რომელი ქისიდან იქნება გადახდილი როზნერისთვის ჯამაგირი და გასამრჯელო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ლელო“ როზნერთან „ნაციონალური მოძრაობის“ რჩევით დაიწყებდა თანამშრომლობას, რადგან თავისი ჭკუა, გონება, გამბედაობა როგორც ჩანს ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ვინც უნდათ ის ჩამოიყვანონ. ეს მათი უფლებაა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი, რომელიც რეალურად თანამშრომლობს დღემდე „ნაცმოძრაობასთან“ ახლა უბრალოდ სიტუაციას დასჭირდა, რომ წარმოეჩინა, თითქოს იგი „ლელოს“ კონსულტანტია. რომელი ჯიბიდან, ნაძარცვი და ნაავაზაკარი ფულის რომელი ქისიდან იქნება გადახდილი მისთვის ჯამაგირი და გასამრჯელო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.