Reuters: ყირგიზეთისა და სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Reuters: ყირგიზეთისა და სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთისა და სინძიანის (ჩინეთი) სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ სახლები დატოვა და ცივი ამინდის მიუხედავად, გარეთ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.