გიორგი აბაშიშვილი: ჩვენ უკვე გვაქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ახლა მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება

გიორგი აბაშიშვილი: ჩვენ უკვე გვაქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ახლა მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება.

მისი თქმით, ევროკავშირი არის ჩინეთის უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი ტოპ-პარტნიორი სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებში.

„იმ დროს, როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ახლა მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება. მთლიანობაში, ევროკავშირი არის ჩინეთის უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი ტოპ-პარტნიორი სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ ვნახავთ ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რომლებსაც განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობა აქვთ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.