საზოგადოებას შევახსენებ, როგორ დამთავრდა 2012 წელს არჩევნები. მათ ვერანაირი ხრიკებით საზოგადოების მოტყუება ვერ შეძლეს და დღესაც როზნერი და ძმანი მისნი, ერთად აღებული თავისი „ნაცმოძრაობის“ პიარშიკებით, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამ ტყუილს იმდენად მოკლე ფეხები აქვს, საზოგადოებისთვის აღქმა ძალიან მარტივია. ეს შემოწმება, რომელიც არის ყოველწლიური რუტინული საქმე, ოპოზიციამ წარმოაჩინა თითქოს არის რაღაც სკანდალი და ამ ყველაფერს ვინმე როზნერი ორკესტრირებს. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ფარსი სინამდვილე აბსოლუტურად სხვა რამეა“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.
სააგენტო კვირას ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი მიამაგრეს. სააგენტო კვირას ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს პროგრესი აქვს, როზნერის დავალებით, ოპოზიციურ არხებს, კვლევის გამოქვეყნებისთანავე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების თემა უნდა გაეაქტიურებიათ, რომელიც 300 თანამდებობის პირის შეეხებოდა.
საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.