დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას აწუხებს ყველაფერი, რაც ქვეყნის წარმატებასა და წინსვლას ეხება - ახლა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომეს

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას აწუხებს ყველაფერი, რაც ქვეყნის წარმატებასა და წინსვლას ეხება - ახლა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომეს

ყოველწლიურად ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციები გადამოწმდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ გადასამოწმებელ სიაში ხვდება ნებისმიერი ის პირი, ვისზედაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება ანტიკორუფციული სამსახურის მიერ. ეს წლევანდელი სიახლე არ არის. ახლა გეტყვით რატომ ცდილობს ოპოზიცია არაფრისგან სკანდალი შექმნას. ეს არის 12 იანვრის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე აპელირება ნაცმოძრაობის გამხმოვანებელი ტელევიზიების მხრიდან რა თქმა უნდა არ მომხდარა. მოხდა ამ ინფორმაციის შეკავება. ახლა, ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას აწუხებს ყველაფერი, რაც ქვეყნის წარმატებასა და წინსვლას ეხება.

„როგორც კი ჩნდება პოზიტიური ინფორმაცია ქვეყნის წინსვლის, ავტომატურად ირთვება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მექანიზმები, რომ რაიმე ფორმით საზოგადოებას მიაწოდონ „სკანდალური“ ინფორმაცია ისე, რომ პოზიტიური გადაფარონ“, - აღნიშნა დავით მათკაშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი PR კონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, “ნაცმოძრაობის” ლიდერები კონტაქტზე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირა“ ავრცელებს.

სააგენტო “კვირას” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ ქვეყანას აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ინფორმაცია, თითქოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ – ახალი სკანდალური ინფორმაცია.

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.