“ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი pr კონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, “ნაცმოძრაობის” ლიდერები კონტაქტზე არიან.
“კვირას” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ ქვეყანას აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ნიუსი და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ – ახალი სკანდალური ინფორმაცია.