ირაკლი ზარქუა: ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის ეს გაუგებარია

ირაკლი ზარქუა: ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის ეს გაუგებარია

ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ცოტა გაოცებული ვარ, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საელჩოების დამოკიდებულებით. რომელიმე სხვა კონფესიის ან რელიგიური მიმართულების წინააღმდეგ ეს რომ განხორციელებულიყო, დარწმუნებული ვარ განცხადებების რიგი იქნებოდა მათგან. ესე იგი, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ზარქუამ.

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია. რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კი საპატრიარქოს და პატრიარქს სტალინისტები უწოდა.