ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ ზოგან აქირავებს, ზოგან ყიდის, ზოგან კი ავითარებს ტერიტორიებს და შემოსავლის სახით შემოსულ თანხებს ვიყენებთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებში

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ ზოგან აქირავებს, ზოგან ყიდის, ზოგან კი ავითარებს ტერიტორიებს და შემოსავლის სახით შემოსულ თანხებს ვიყენებთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებში

რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადასცა საქართველოში თითქმის მთელი თავისი აქტივები ფონდ „ქართუს“ და ფონდი ამ აქტივების მართვით ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. რას ნიშნავს ეს: ჩვენ ზოგან ვაქირავებთ, ზოგან ვყიდით, ზოგან კი ვავითარებთ ტერიტორიებს და შემოსავლის სახით შემოსულ თანხებს ვიყენებთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებში, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

„ამჯერად ატყდა ამბავი და მორიგი ისტერიკა ისნის რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ ძირითადი დონორი, გადასცა საქართველოში თითქმის მთელი თავისი აქტივები ფონდ „ქართუს“ და ფონდი ამ აქტივების მართვით ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. რას ნიშნავს ეს: ჩვენ ზოგან ვაქირავებთ, ზოგან ვყიდით, ზოგან კი ვავითარებთ ტერიტორიებს და შემოსავლის სახით შემოსულ თანხებს ვიყენებთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებში. ამით შენდება ის ობიექტები, რასაც ფონდი საქველმოქმედოდ უკეთებს სახელმწიფოს. აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს: არსებობდა სამი კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი. ეს სამივე კომპანია ფონდი „ქართუს“ შვილობილი კომპანიაა. კონკრეტული „ქეისიდან“ გამომდინარე გადაწყდა ამ მიწის ნაკვეთების რეალიზაცია და ზუსტად ამ მომენტში მავანს დასჭირდა მორიგი ტყუილების კორიანტელის გამოცხობა. იქაც განხორციელდა ამ ეტაპზე, პირველადად, წინარე ხელშეკრულებების გაფორმება. ამის ფარგლებში აღებულია ე.წ. გრგ დოკუმენტი და ამას მოაყოლეს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

ფონდი „ქართუს“ განცხადებით, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“ - ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია.