ბექა მინდიაშვილმა უკეთ იცის რა საკითხებთან დაკავშირებითაც აკეთებდა კომენტარს. მიზანმიმართული კამპანია აქვს ხელისუფლებას გაჩაღებული, მათ შორის საპატრიარქოს წინააღმდეგაც, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტის დირქტორმა ალეკო ცქიტიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ბექა მინდიაშვილის მხრიდან საპატრიარქოზე თავდასხმას, ცქიტიშვილი ასე პასუხობს:
„ვერ ვხედავ. რასაც ამბობთ თქვენ, ეს ციტატა არ მახსენდება“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.
„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.