ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება „ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მიხვდა, როგორი მძიმე პასუხისმგებლობა მოსდევს იმ მავნე საქმიანობაში ჩართვას, რომელსაც ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა მიმართავს.
„ქვეყანას, ქვეყნის სამომავლო განვითარებას ძირს უთხრიდა ოპოზიციის ერთი ნაწილი. ახლა, როცა მიხვდნენ, როგორი დიდი პასუხისმგებლობა უკავშირდება, როდესაც შემჩნეული და გაშიფრულია ოპოზიცია, არავის უნდა რომ ამ პასუხისმგებლობის ზიდვა საკუთარ კისერზე აიღოს. იმიტომ აკეთებს ამას დაგვიანებით და აკეთებს არასრულად. უნდათ ისე ჩანდეს, რომ საზოგადოებას უთხრან: მე არ ვარ ის, ვინც ამას აკეთებდა ოპოზიციაში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.