ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უზარმაზარი წარმატების პოტენციალს აძლევს მმართველ პარტიას, რადგან მისი ავტორიტეტი განუზომლად დიდია საზოგადოებაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ„ქრონიკაში“ განაცხადა.
„რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თავის დროზე ხელისუფლებიდან ამ მავნე ხალხის წასვლის მთავარი ფაქტორი პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო. დიახ, ეს წარმატება განაპირობა ამ კაცმა და ბუნებრივია, რომ არ უყვართ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ნაცმოძრაობა ჰქვია. ყველა დანარჩენისთვის, ვინც იცის, რა გააკეთა ამ ადამიანმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შეუძლებელია მადლიერების გრძნობა არ ჰქონდეს. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ივანიშვილს უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს, რომელიც მოგვაპოვებინებს ხელმეორედ გამარჯვებას“, -აღნიშნა სარჯველაძემ.