ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა  სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა  სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა  სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს  პარტნიორობა  ყველა სფეროში.

„დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის  ხელმძღვანელობასთან.  პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა  სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს  პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - ირაკლი კობახიძე.

KAB რომანი: ადრეც დავწერე, თუმცა ჩემი ხედვის გარეშეც ნათელია, რომ რუსეთს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩინეთის რიდი აქვს, ამიტომ იგივე ანაკლიის პორტის ბედ-იღბალი ისევ მას უნდა დაუკავშირდეს. რა თქმა უნდა, მოქალაქეთა ჩართულობა მშენებლობაში აქციონერის სტატუსით იქნებოდა იდეალური ვარიანტი. დარწმუნებული ვარ, დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფო შეძლებს შეუთავსოს ეს ორი პირობა.
1 წლის უკან