გურამ მაჭარაშვილი: საქართველოთი ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული. სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ისმის ჩვენი ქვეყნისა და პრემიერ-მინისტრის შექება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ ბევრ რამეს მიაღწია

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოთი ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული. სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ისმის ჩვენი ქვეყნისა და პრემიერ-მინისტრის შექება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ ბევრ რამეს მიაღწია

საქართველოთი ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული. სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ისმის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შექება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ ბევრ რამეს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა.

„შუა დერეფნის“ ფორმატი, რომელშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილეს და ეს არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი. გასაგებია, რომ ოპოზიციას ეს ყველაფერი ყელში ეჩხირება, მაგრამ თუ ცოტა დაილბობს ამ ყელს და გადაყლაპავს, ისიც ნორმალურად ისუნთქებს თუ არა და პოლიტიკურად დაიხრჩობა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ქართულმა დელეგაციამ პრემიერის ხელმძღვანელობით, დავოსში ვიზიტი დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ დავოსში შეკრებილ ლიდერებს ესაუბრა. პრემიერი ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე დისკუსიაში მონაწილეობდა. პარალელურად, გაიმართა შეხვედრები, რომლის მიზანი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეტი ინვესტორის მოზიდვაა.